სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: ერთ კვირაში მზეზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა - კადრები

    ვიდეო: ერთ კვირაში მზეზე ორი ძლიერი აფეთქება მოხდა - კადრები
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    The Watchers-ის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მზეზე დიდი და ხანგრძლივი აფეთქება მოხდა, რის გამოც დედამიწაზე სავარაუდოა მაგნიტური ქარიშხალი.

    გამოცემის ცნობით, აფეთქების დროს მოხდა კორონალური მასის დიდი ამოფრქვევა.

    გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქება იყო X1.8 კლასის. ასეთი აფეთქებები ითვლება სუპერ ძლიერად და შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ჩვენს პლანეტაზე.

    საბედნიეროდ, გამოთვლებმა აჩვენა, რომ კორონალური მასის ამოფრქვევის უმეტესი ნაწილი დედამიწიდან მოშორებითაა მიმართული, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მაინც მოგვიახლოვდეს.

    ეს არის მეორე X კლასის მზის აფეთქება ბოლო დღეებში. წინა 24 ოქტომბერს მოხდა.

    მზის აქტივობა 28 ოქტომბრამდე პროგნოზირებულია ზომიერი, X კლასის აფეთქების მცირე ალბათობით.




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ