სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას" - აცხადებს ბენჟამინ დოუსა

    "მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას" - აცხადებს ბენჟამინ დოუსა
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბოლო განცხადებაში შვედეთის განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჯამინ დოუსამ დაადასტურა, რომ შვედეთის მთავრობა წყვეტს ყოველგვარ პირდაპირ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიის გამო.

    ეს გადაწყვეტილება 26 ოქტომბერს ჩატარებული საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ გავრცელებული დარღვევების ფონზე მოდის და როგორც ადგილობრივი ოპოზიციური პარტიების, ისე საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკა გამოიწვია.

    "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან" – აცხადებს ბენჟამინ დოუსა.

    თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის მთავრობა ღიაა თანამშრომლობის განახლებისთვის, თუ საქართველო კვლავ დაიცავს დემოკრატიულ პრინციპებს და გააძლიერებს შესაბამისობას ევროკავშირის ღირებულებებთან.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ