დღეს Global Affairs Canada-მ შემდეგი განცხადება გაავრცელა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით:
"როგორც საქართველოს მეგობარი, პარტნიორი და დიდი ხნის მხარდამჭერი, კანადა აღნიშნავს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს, როგორც ეს ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის გამოცხადებული.
თუმცა, კანადა შეშფოთებულია ამომრჩეველთა დაშინების, ხმების მოსყიდვისა და სხვა დარღვევებით, რომლებიც მოხსენებულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ეს უნდა იქნას გამოძიებული და მოგვარებული. კანადას მტკიცედ სჯერა, რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები არის დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედი.
ჩვენს G7-თან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა გადააფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და განიხილავს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკანდახევას.
მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ ყველა მხარეს და საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს პირთა უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში.
ჩვენ ვაფასებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის, როგორც ამომრჩევლების, უბნის თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით" - ნათქვამია განცხადებაში.