მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, როვშან ისკანდაროვი სადახლოში, N69 უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
“მინდა სიცხადე შევიტანო და ნათელი მოვფინო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სიცრუის კამპანიას! ეს გახლავთ ცილისწამება,თითქოს მე არჩევნების გაყალბების მცდელობის მიზნით,საარჩევნო უბანზე,ვყრიდი ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები შეგნებულად ამახინჯებენ და კონტექსტიდან ამოგლეჯილ ვიდეომასალას ავრცელებენ.
ფაქტი კი იყო შემდეგი: როდესაც საარჩევნო უბანზე შევნიშნე ჩოჩქოლი და აყალ-მაყალი,მაშინვე შევედი შიგნით და ვცადე გავრკვეულიყავი სიტუაციაში და აღმოჩნდა,რომ ოპოზიციის წარმომადგენლები გაუგონარი სითავხედით არღვევდნენ საარჩევნო წესებს.
ისინი ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას საარჩევნო უბანზე და „ქართული ოცნების” პოტენციურ ამომრჩევლებს არ აძლევდნენ ბიულეტინის ყუთში მოთავსების საშუალებას და სწორედ ეს ბიულეტინები ეჭირათ მათ (ოპოზიციის წარმომადგენლებს) ხელში, რისი მოწმეც არა ერთი ადამიანია.
მე ემოცია ვერ მოვთოკე და აღშფოთებულმა გამოვართვი ხელიდან ბიულეტინები და მოვათავსე საარჩევნო ყუთში. ასე რომ ჩემი მიზანი კი არ ყოფილა არჩევნების გაყალბების მცდელობა, არამედ ეს იყო ოპოზიციის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაცია.”- წერს ისკანდეროვი.