ხვიჩა კვარაცხელიამ, მილანთან გოლის გატანის შემდეგ, რომლითაც 3 ქულა მოიპოვა გუნდმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა:
"გუნდში ყველამ იცის, რომ იტალიის ჩემპიონობა ისევ შეგვიძლია. ახლა მთავარი ისაა, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ. ჩვენ ჩემპიონობის გვჯერა.
ლუკაკუ? - ის ძალიან თავმდაბალი და კარგი პიროვნებაა. მას მინდორზე მშვენივრად ვუგებ. რა თქმა უნდა, მის გვერდით თამაში ძალიან სასიამოვნოა" - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ამ მომენტისთვის სერია A-ს 25 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 7 ქულით უსწრებს.