ორ ნოემბერს საფეხბურთო კლუბი "ლიონი" დაუპირისპირდება "ლილს", თუმცა ამ მატჩში მონაწილეობა შეიძლება ვერ მიიღოს გიორგი მიქაუტაძემ.
ლიონის მწვრთნელმა, პიერ საჟმა პრესკონფერენციაზე თქვა: "ტრავმირებული ერნესტ ნუამას და მაჰამადუ დიავარას "ლილთან" თამაში გამორიცხულია, გიორგი მიქაუტაძე კი ავადაა და გუშინ და დღეს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია".
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ "ოლიმპიკში" ყველა ტურნირის 11 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.