სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: 19 წლის მოთხილამურე მატილდა ლორენცი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

    ვიდეო: 19 წლის მოთხილამურე მატილდა ლორენცი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    იტალიელი მოთხილამურე მატილდა ლორენცი ჩრდილოეთ იტალიაში ვარჯიშის დროს დაცემის შედეგად გარდაიცვალა, ნათქვამია სამშაბათს სათხილამურო და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციის პრესრელიზში.

    19 წლის მოთხილამურემ სასიკვდილო დაზიანებები მიიღო Granward G1 ფერდობზე ვარჯიშის დროს ვალ სენალესში, რომელიც მდებარეობს იტალიის ჩრდილოეთით, ავსტრიის საზღვართან ახლოს.

    როგორც ცნობილია, მატილდა მყინვარზე ვარჯიშის დროს დაეცა და თავის ტვინის მრავალჯერადი დაზიანება მიიღო. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი სპორტსმენი უახლოეს საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა ტრავმების სიმძიმის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და მატილდა უბედური შემთხვევიდან მეორე დღეს, 29 ოქტომბერს გარდაიცვალა.

    "ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მატილდა ლორენცის გარდაცვალების გამო" - ნათქვამია პრესრელიზში. "FIS უერთდება FISI-ს პრეზიდენტ ფლავიო როდას და მთელ იტალიურ ზამთრის სპორტის საზოგადოებას, მათ შორის მწვრთნელებს, სპორტსმენებს, თანაგუნდელებს, ფედერალურ საბჭოს და FISI-ს ყველა პერსონალს".

    გასულ სეზონში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლორენციმ მეექვსე ადგილი დაიკავა დაღმართზე თხილამურებით სრიალში და მერვე ადგილი სუპერ-ჯიში.

    გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად იტალიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რადგან ლორენცი იტალიის არმიაში იყო გაწევრიანებული.







    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ