დივიზიონის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს, რომელმაც ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთი არაა, შარაბუტდინ მაგომედოვი გამოეხმაურა
მაგომედოვი აცხადებს, რომ ქართველები რუსების მადლობლები უნდა ვიყოთ, თორემ ახლა საქართველო დაღესტანის ნაწილი იქნებოდა.
“მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა. ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდენ, თორემ ახლა შესაძლოა საქართველო დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო
რუსოფობია მძვინვარებს, ახლა რუსებისთვის რთული დროა, ამიტომ ჩვენ, რუსეთი, უნდა გავერთიანდეთ და ყველა მტერს ვუპასუხოთ. ჩვენი პასუხი ერთიანი და მტკიცე უნდა იყოს. თუ ნაწილებად დავიყოფით, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. მათ სურთ, რომ რუსეთი ნაწილებად დაიშალოს: პრინციპია, დაყავი და იბატონე.
ეს დასავლელი სიონისტებისა და გლობალისტების ტაქტიკაა, თითქოს პრეტენზიები რუსებთან აქვთ, და არა დაღესტნელებთან. ჩვენ ერთ მუშტად უნდა შევიკრათ, რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“. – ამბობს მაგომედოვი