სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: “ბოლომდე მეგონა რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა…”- ანა ჯაფარიძის ისტორია

    ვიდეო: “ბოლომდე მეგონა რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა…”- ანა ჯაფარიძის ისტორია
    4 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    19 წლის პარატაეკვონდოისტმა, ანა ჯაფარიძემ, პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს მედალი მოუპოვა.

    ანა საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრია და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია.

    მან “პრაიმ შოუში” თავისი ისტორია გაიხსენა, აღნიშნა რომ 16 წლის ასაკში მას საწარმოო უთოში ხელი დაეწვა და ამპუტაცია გახდა საჭირო, რაც ბოლომდე არ სჯეროდა.

    “16 წლის ვიყავი, როდესაც ხელის ამპუტაცია დამჭირდა. საწარმოო უთოში დამეწვა ხელი და ერთი კვირის მანძილზე მაკვირდებოდნენ, ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ხელის ამპუტაცია არ დამჭირდებოდა. დედაჩემის ძალიან დიდი ინიციატივა იყო, რომ დამეწყო სპორტული ცხოვრება.

    აქტიური ბავშვი ვიყავი, ტანვარჯიშსა და სპორტულ ცეკვებზე დავდიოდი. ფიზიკური აქტივობა უცხო არ იყო ჩემთვის. ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი" - ამბობდა ანა.

    ნახეთ ვიდეო:




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ