ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კვირას სამხრეთ კორეაში მიმდინარე Seoul Open Challenger ტურნირი მოიგო.
ფინალში ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქე ტარო დანიელი, რომელიც ტურნირის პირველ ნომრად იყო განთესილი, ორ სეტში ანგარიშით 7:5 და 6:4 დაამარცხა.
ფინალური მატჩის წინ ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირზე ფრანგი ტერენს ატმანე, ტაივანელი ვუ ტუნგ-ლინი და იაპონელი ჰიროკი მორია დაამარცხა.
ამ გამარჯვებამ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა რეიტინგში 215-ე ადგილზე გადაწია.