ისტორიაში პირველად, საუდის არაბეთის ალ ჯაუფში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შემდეგ თოვლი მოვიდა.
საუდის არაბეთში ალ-ჯაუფის რეგიონის ნაწილი ისტორიაში პირველად თოვლით დაიფარა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება, წერს UNN.
ვიდეოში ჩანს თოვლით დაფარული უდაბნო.
გასული ოთხშაბათიდან, ძლიერი წვიმა, რომელსაც თან ახლავს დიდი სეტყვა, გავრცელებული ინფორმაციით, სამეფოს რეგიონის ნაწილს დაატყდა თავს. ხოლო გუშინ თოვლმა დაფარა მთიანი ადგილები და ზამთრის თვალწარმტაცი სცენა შექმნა.
საუდის არაბეთის ამინდის დეპარტამენტი აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში ალ-ჯაუფის უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი.