სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ბედი ეწია ირანელ ქალს, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - აჰო დარიაეის ისტორია

    რა ბედი ეწია ირანელ ქალს, რომელიც წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა - აჰო დარიაეის ისტორია
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკვე მე­ო­რე დღეა მთე­ლი მსოფ­ლიო ირა­ნელ სტუ­დენტ გო­გო­ნა­ზე - აჰო და­რი­ა­ე­ი­ზე სა­უბ­რობს.

    რო­გორც ცნო­ბი­ლია, აზა­დის ის­ლა­მუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ნა­წი­ლობ­რივ გა­ი­ხა­და სა­მო­სი მას შემ­დეგ, რაც მას ჰი­ჯა­ბის არას­წო­რად ტა­რე­ბის მი­ზე­ზით, ირა­ნის უშიშ­რო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

    მისი და­კა­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა აზა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­მა.

    “მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კვლე­ვის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ქა­ლის უხამ­სი საქ­ცი­ე­ლის შემ­დეგ, კამ­პუ­სის დაც­ვამ ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს გა­დას­ცა. სტუ­დენ­ტის მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვე­ბი­სა და გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - წერს X-ზე უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ამირ მაჰჯუ­ბი.

    Iran International-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აჰო და­რი­ა­ე­ის და­კა­ვე­ბის დროს ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, რა დრო­საც ახალ­გა­ზარ­და და­შავ­და.

    “მან­ქა­ნის სა­ბუ­რა­ვებ­ზე მოს­წავ­ლის სის­ხლის ლა­ქე­ბი ჩან­და“ - წე­რია “ამირ კა­ბი­რის“ სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში. არის ვა­რა­უ­დი, რომ იმ დროს, რო­დე­საც გო­გო­ნას მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩას­მას ცდი­ლობ­დნენ, მას თავ­ში მან­ქა­ნის კარი მოხ­ვდა, რა­მაც სის­ხლდე­ნა გა­მო­იწ­ვია.

    Amnesty International-ის ირა­ნის ქვე­და­ნა­ყოფ­მა ირა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მო­უ­წო­და “და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ“ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი.

    “ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას იგი წა­მე­ბი­სა და სხვა არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის­გან და უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ ჰქონ­დეს წვდო­მა ოჯახ­თან და ად­ვო­კატ­თან“,- წერს Amnesty Iran X-ზე.

    გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ მას მერე, რაც გო­გო­ნა კამ­პუსს ტო­ვებს და ქუ­ჩა­ში აგ­რძე­ლებს მოძ­რა­ო­ბას, მას ავ­ტო­მო­ბი­ლი უახ­ლოვ­დე­ბა და რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ტე­ნის მას მან­ქა­ნა­ში.

    ანო­ნი­მუ­რი წყა­რო­ე­ბის თა­ნახ­მად, სტუ­დენ­ტი IRGC დაზ­ვერ­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ბრძა­ნე­ბით, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა აზა­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა გა­ზეთ­მა Farhikhtegan- აც.

    მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ვი­დეო, რო­მელ­შიც მა­მა­კა­ცი ამ­ტკი­ცებს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის ქმა­რია. მათ 2 შვი­ლი ჰყავთ და რომ აჰო და­რი­ა­ე­ის თით­ქოს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ