Coldplay-ს ჯგუფის ფრონტმენი, კრის მარტინი კონცერტზე სცენის ქვეშ ჩავარდა.
მელბურნის “მარველის“ სტადიონზე, ჯგუფის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობდა, როდესაც მოულოდნელად, სიმღერის დროს 47 წლის მუსიკოსი დამსწრეთა თვალს მოეფარა.
როგორც რამდენიმე წამში გაირკვა, ის სცენის ქვეშ არსებულ სათავსოში ჩავარდა.
მიუხედავად უხერხული ინციდენტისა, კრისმა პოზიტიურობა შეინარჩუნა და მომხდარს სიცილით შეხვდა: "ეს დაგეგმილი არ ყოფილა", - განაცხადა მომღერალმა და დასძინა: "მადლობა, რომ დამიჭირეთ."