სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: “ვიყიდე, ამის უფლება მაქვს, რადგან…”- ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტება ქურთუკთან დაკავშირებით

    ვიდეო: “ვიყიდე, ამის უფლება მაქვს, რადგან…”- ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტება ქურთუკთან დაკავშირებით
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე მორგებული ძვირად ღირებული ქურთუკის შესახებ კომენტარს საკუთარ “ფეისბუქ“-გვერდზე გვიზიარებს.

    ჟურნალოსტი ამბობს, რომ მას არასდროს უმუშავია სახელმწიფო მოხელედ და არასდროს დაფინანსებულა ხალხის ჯიბიდან…

    “”ქართული ოცნების“ მაჯლაჯუნები არიან გადარეულები, ნანუკას რანაირი ქურთუკი ეცვა, მილიონი ღირსო. მართლა საოცარი ქურთუკია, მეც ძალიან მომწონს, ვგიჟდები, ვიყიდე თუ მაჩუქეს, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ჩათვალეთ, რომ ვიყიდე, ამის უფლება მაქვს, რადგან არასდროს ვყოფილვარ სახელმწიფო მოხელე, არც ერთი დღე არ დავფინანსებულვარ ხალხის ჯიბიდან. რასაც მინდა, იმას შევიძენ და რასაც მინდა, იმას ჩავიცვამ. სხვათა შორის, უკეთესი ქურთუკებიც მაქვს, ექსკლუზიურად გეტყვით.

    რაც შეეხება იმ ვერსიას, რომ ლარობით რომ ფონდში ფული იკრიბება, თურმე აქედან შემიძენია მე ქურთუკი, ამის გამკეთებლები თავად ხართ… სიმართლე გითხრათ, მაქვს კიდევაც ეს წარმოდგენა თქვენზე, რომ ამის გამკეთებლები ხართ. გკოცნით ძალიან ბევრს. არ გაიბეროთ და არ გასკდეთ შურისგან…“- ამბობს ნანუკა.

    ნახეთ ვიდეო:




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ