სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “შვილი რომ გარდამეცვალა ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა..” –ნიკოლოზ ზულაძე ლევან კბილაშვილზე

    “შვილი რომ გარდამეცვალა ლევანი ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა..” –ნიკოლოზ ზულაძე ლევან კბილაშვილზე
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “იმედის დღის“ გუნდის სახელით ლევან კბილაშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა ნიკოლოზ წულუკიძემ და აღნიშნა:

    “ვერ დავასრულებთ დღევანდელ გადაცემას, რომ არ ვთქვათ ერთი ძალიან მაგარი ბიჭის გარდაცვალების შესახებ, რომელიც ელდასავით გავარდა – ლევან კბილაშვილი, ახალგაზრდა მომღერალი, საოცარი გულიდან ამოსული სიმღერით გვეფინებოდა ყველას. ის ძალიან ახლობელია ჩემი ოჯახის და მახსოვს,

    რა სიყვარული ჰქონდა ქართული სიმღერის, რობერტ ბარძიმაშვილთან სიარულით დაწყებული, როგორ ვითარდებოდა და როგორ ოცნებობდა რაღაც დიდ კარიერაზე, მაშინ, როცა მართლა შეძლო, გარკვეული წარმატებისთვის მიეღწია, დაეწყო სოლოკარიერა და მისი ცხოვრება რომ სრულიად ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადასულიყო, ასეთი უბედურება დატრიალდა. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ დღეებში ჩამოვიდა ლევანი, ჩემთან ერთად იყო…

    ახალგაზრდა 31 წლის კაცი სიკეთისა და სიყვარულის გარდა არაფერს აკეთებდა.რა უნდა ვუთხრათ ახლა მის ახლობლებს, მშობლებს, ოჯახს – დაგვრჩა სიმღერები, რომლებსაც ათასობით ადამიანი უსმენს და განიცდის იმას, რომ უფრო მეტი სიყვარული და სითბო ვერ გაუნაწილა ლევანს და ამის საშუალება არც შემდგომ იქნება. ვიზიარებ ყველას მწუხარებას, ვისთვისაც ძვირფასი იყო ლევანის შემოქმედება. დიდი გულის ბიჭი იყო“.- თქვა ნიკოლოზმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ