სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ამის გაგონებაზე ვიგრძენი, რომ თითქოს მდუღარე წყალი გადამესხა სხეულზე და ყალბი სატელეფონო ზარი ვითამაშე...”- ემოციური ისტორია

    “ამის გაგონებაზე ვიგრძენი, რომ თითქოს მდუღარე წყალი გადამესხა სხეულზე და ყალბი სატელეფონო ზარი ვითამაშე...”- ემოციური ისტორია
    4 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალური ქსელის მეშვეობით მოქალაქე ემოციურ ისტორიას გვიზიარებს:

    “მე, რესტორანში ვიჯექი… ტელეფონზე მოსაუბრე კაცმა მოულოდნელი სიხარულისგან ყვირილი დაიწყო და ოფიციანტს უხმო:

    – ოფიციანტ…ვინც აქ, ამ რესტორანში სხედან, ყველას ქაბაბი და ბრინჯი მირთვი ჩემს ანგარიშზე… 18 წლიანი ლოდინის შემდეგ მამა გავხდი!
    – რამდენიმე დღის შემდეგ, ეს კაცი ვნახე ოფისში 3-4 წლის ბავშვთან ერთად. ბავშვმა მას “მამა” უწოდა…
    – მივედი კაცთან და ვკითხე, რატომ დახარჯე ამდენი ფული და თქვი, რომ 18 წლიანი ლოდინის შემდეგ მამა გახდი, როცა 3-4 წლის შვილი გყოლია?..

    – კაცმა მიპასუხა:
    – იმ დღეს გვერდით მაგიდასთან მოხუცი წყვილი ისხდა,,,ქალმა ქმარს მენიუს დათვალიერების შემდეგ უთხრა, რომ ბრინჯთან ერთად ქაბაბი სურდა…
    მისმა ქმარმა სევდიანად შეხედა და უპასუხა, რომ მათ მხოლოდ სუპის საყიდელი ფული ჰქონდათ.

    ამის გაგონებაზე ვიგრძენი, რომ თითქოს მდუღარე წყალი გადამესხა სხეულზე და ყალბი სატელეფონო ზარი ვითამაშე..
    – კი მაგრამ, ყველას რატომ გაუმასპინძლდი?
    კაცმა მიპასუხა:
    – იმ მოხუც ადამიანს ღიად რომ დავხმარებოდი, შერცხვებოდა თავისი უსუსურობის და ღირსება შეელახებოდა იქ მსხდომ ადამიანების თვალში “…


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ