სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ორი მეზობლის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს, ხანგრძლივი მგზავრობაც არ მოგვიწევს” - ვილი სანიოლი

    “ორი მეზობლის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს, ხანგრძლივი მგზავრობაც არ მოგვიწევს” - ვილი სანიოლი
    4 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ერთა ლიგის ნახევარფინალის პლეი ოფის წილისყრაზე, სადაც საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა.

    “ერთა ლიგის პლეი ოფში კავკასიური დერბი გველის. ორი მეზობელი ქვეყნის დაპირისპირება საინტერესო უნდა გამოვიდეს. კარგია, რომ ხანგრძლივი მგზავრობა არ მოგვიწევს. ეს იქნება ჩვენი ბოლო ოფიციალური შეხვედრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე და იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ვითამაშებთ.

    ვერ ვიტყვი, რომ მეორე მატჩის სახლში ჩატარება განსაკუთრებული უპირატესობაა. ეს ყოველთვის პირველი მატჩის შედეგზეა დამოკიდებული. არ მგონია, რომ თანამედროვე ფეხბურთში ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. თუმცა, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით, საპასუხო შეხვედრაში მნიშვნელოვან უპირატესობას მოვიპოვებთ.

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ის, თუ რომელ ლიგაში ვართ ამჟამად, არამედ ის, თუ სად მივდივართ. ეს გრძელი, საინტერესო და ამაღელვებელი გზაა. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმას, რაც უახლოეს წარსულში მოვახერხეთ”, – ამბობს ვილი სანიოლი.



    FACEBOOK კომენტარები