ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდე (U18) მორაგბეთა ნაკრები ზედიზედ მეექვსედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფინალში ესპანეთი დაამარცხა ანგარიშით 32:11.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში გამართულ ტურნირზე ქართველმა ნაკრებმა მეოთხედფინალში გერმანია დაამარცხეს ანგარიშით 67:0, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდებს მოუგეს 36:5.