სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა" - გიორგი გახარია

    "პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა" - გიორგი გახარია
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ, ირაკლი კობახიძეს განცხადებაზე, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირისგან საბიუჯეტო გრანტებზე უარს იტყვიან, განცხადება გააკეთა:

    "გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება "ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.

    გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა" - განაცხადა გიორგი გახარიამ.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ