ირაკლი კობახიძის განცხადების გასაპროტესტებლად, რომელიც ეხებოდა ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკების შეჩერებას, მოქალაქეები ორ ლოკაციაზე - პარლამენტთან და "ქართული ოცნების" ოფისთან იკრიბებიან.
"დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ გავიმარჯვოთ. მოვუწოდებთ ევროპის კავშირს, არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია" — კულტურის სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება.