სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“- რა განცხადებებს ავრცელებენ უნივერსიტეტები

    “სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“- რა განცხადებებს ავრცელებენ უნივერსიტეტები
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებელი მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ დროებით, სასწავლო პროცესს აჩერებს.

    უნივერსიტეტები ეხმიანებიან მთავრობის გადაწყვეტილებას – 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები და აცხადებენ, რომ საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას ემიჯნებიან.

    აღნიშნულ უნივერსიტეტებს შორის არის კავკასიის უნივერსიტეტი, რომლის მიერ სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ უნივერსიტეტის სტუდენტები. მათ სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება მიუვიდათ:

    “გაცნობებთ, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში.

    სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელი ავრცელებს მიმართვას საქართველოს უნივერსიტეტიც:

    “არის ქვეყნის ცხოვრებაში მომენტები, როცა ყველაფერი გვერდზე უნდა გადასდო”

    ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას.

    გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე“, – აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    29 ნოემბრის 17:00 საათიდან სასწავლო პროცესს აჩერებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიც:

    “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, 29 ნოემბერს, 17:00 საათიდან სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

    სასწავლო პროცესის აღდგენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ელ. ფოსტის საშუალებით მიიღებთ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

    სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოც:

    “აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო“, – აღნიშნულია მიმართვაში.

    ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განცხადებით ეხმიანება უნივერსიტეტი ალტერბრიჯიც:

    “ალტერბრიჯი იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული განვითარების მხარდამჭერი!!!

    ჩვენი, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების მისიაა, შევუქმნათ ადამიანებს პიროვნული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი, საუკეთესო შესაძლებლობები!

    ამიტომაც, ალტერბრიჯი დგას თავისი სტუდენტების და ევროპული მომავლის მხარეს!

    ჩვენ ვართ ხიდი ევროპისკენ!“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიც [GIPA]

    “GIPA, როგორც დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის ერთგული უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა, მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

    უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!“, – წერია უნივერსიტეტის ოფიციალური ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ