თბილისის მერი, კახა კალაძე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება, მისი თქმით, ევროპაში და ამერიკაში პოლიციელის შეურაცხყოფას არავის პატიობენ.
“აბა, გაბედეთ და ევროპის რომელიმე ქვეყანაში ან ამერიკაში პოლიციელს ვინმე დაელაპარაკოს ისე, როგორც ამას აქციის ზოგიერთი მონაწილე გუშინ აკეთებდა - ნახავთ რას უზამენ, ძვლებში დაამტვრევენ. ჟურნალისტი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი იკადრო და ვიღაცებს მიაყენო შეურაცხყოფა. აქციის ჩატარება, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია.
ყველას აქვს იმის უფლება, რომ გამოხატოს თავისი პროტესტი სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. როგორც კი ჟურნალისტი, ბიზნესმენი, თუნდაც პოლიტიკოსი გასცდება კანონის ჩარჩოებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
მშვიდობიან პროტესტს არ აქვს არანაირი პრობლემა, მაგრამ როგორც კი ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციას, აგინებენ, ესვრიან ბოთლებს და ქვებს - როგორ ფიქრობთ, ეს დარჩება რეაგირების გარეშე?" - აცხადებს კახა კალაძე.