სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…“ - ნინი შერმადინი

    “ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…“ - ნინი შერმადინი
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ
    საქართველო ჩვენია და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!

    “როგორც ქართველი, მძიმედ განვიცდი, როგორ ითელება ჩვენი ქვეყნის ღირსება და მომავალი. ძალადობა, ზეწოლა და უსამართლობა სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა, რასაც სულ ვაპროტესტებდი და კვლავ ვაპროტესტებ! ეს არ არის ის საქართველო, რომელსაც ვოცნებობდით – ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება და სამართლიანობა ყველასთვის ფასეულობაა. ეს ის მომენტია, როცა უბრალოდ ვერ ვჩუმდები… მაპატიეთ… ეკლესიაში შეცვენილი სპეცრაზმის კადრებზე ვერაფერს ვამბობ…

    ჩემი საქართველო უნდა იყოს ადგილი, სადაც ძალადობა აღარასდროს იქნება ძალაუფლების ინსტრუმენტი. დღეს თითოეულ ჩვენგანს ეკისრება პასუხისმგებლობა – ხმამაღლა ვილაპარაკოთ, გავერთიანდეთ და დავიცვათ ის პრინციპები, რაც ჩვენს ქვეყანას ამაყ და თავისუფალ ქვეყნად აქცევს. საქართველო ჩვენია, და ჩვენ გადავწყვეტთ მის მომავალს – ძალადობის გარეშე!

    საქართველოს გაუმარჯოს!

    პ.ს ყველა უცენზურო კომენტარი წაიშლება. მე არ გლანძღავთ მაშინაც კი, როცა ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასე რომ, თავი შეიკავეთ“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ