ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის შენობის კედელზე ელექტროგაყვანილობას ცეცხლი წაუკიდეს.
ასევე, აქციის მონაწილეები პარლამენტთან აღმართულ რკინის ჯებირებს მუშტებსა და სხვადასხვა საგანს ურტყამენ.