საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპაში ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვარ!” - წერს ფეხბურთელი გოირგი ჩაკვეტაძე.