ქართველმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ საკუთარი საიუბილეო კონცერტიდან შემოსული თანხით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა.
ქართველი მომღერლის მიმართ სამადლობელ წერილს აქვეყნებს გენერალ რომან დაშკევიჩის 26-ე საარტილერიო ბრიგადა:
"ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ 84 წლის იუბილესთან დაკავშირებით გრანდიოზული კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე შემოსული თანხით მან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებისთვის მიკროავტობუსი იყიდა.
გულითად მადლობას ვუხდით ამ საქციელისთვის ვახტანგ კიკაბიძეს, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს რუს ოკუპანტზე სწრაფ გამარჯვებას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.