სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და როდის აღდგება ის

    სად შეწყდება ელექტროენერგიის მიწოდება და როდის აღდგება ის
    5 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა თიანეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.

    „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 დეკემბერს 11:00-იდან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: სიონი, მაგრანეთი, ვეძათხევა, ზურაბები, საჯინიბო და მიმდებარე სოფლებში; 10:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, სიმონიანთხევი, ტოლაანთსოფელი, გორანა, დევენაანთხევი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჭართალი, მუგუდა, დოლასქედი, ბუჩაანთკარი, ვაშლობი და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, აბანოსხევი, ბულაჩაური, ბაგა, საშაბურო და მიმდებარე სოფლებში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ