სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები

    ამ ქუჩებზე შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 13 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

    დიდუბის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), ევგენი მიქელაძის, ბორის პაიჭაძის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ) და რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის და დაბა წავკისის მოსახლეობას.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ