სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ახლა ამას აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე "მორწმუნეები" - მამა ილია ჯინჯოლავა

    "ახლა ამას აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე "მორწმუნეები" - მამა ილია ჯინჯოლავა
    1 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ქსელში მამა ილია ჯინჯოლავა კომენტარს აკეთებს თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მომხდარ ინციდენტზე:

    "სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა მღვდელს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა – იქნებოდა ეს პროვოკატორი თუ ემოციურად გაუწონასწორებელი, ძნელი სათქმელია. მისი განზრახ თუ უნებლიე ქმედება მღვდლის ეგომ ვერ აიტანა და შედეგად სცენები მოაწყო, სხვებიც ააბუნტა, და ლამის ასიათასობით ადამიანი ეკლესიის მტრებად გამოაცხადა. ეს მცირე ინციდენტი კი, სისტემის მძლავრმა პროპაგანდისტულმა რუპორმა განგებ გაათანაბრა ეკლესიის დარბევასა და ქრისტიანთა დევნასთან.

    ახლა ამას ორკესტრირებულად აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე "მორწმუნეები", და აშკარად სიამოვნებას იღებენ, როგორ გააშავონ დემონსტრანტები და მოახდინონ მათზე საზოგადოებრივი უკმაყოფილების მობილიზება.

    ფარისევლობის ეს მასშტაბი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ისეთი პიკია, თვით ბიბლიურ ფარისევლებსაც რომ შეშურდებოდათ" - წერს სოციალურ ქსელში მამა ილია ჯინჯოლავა.

    "ახლა ამას აყვნენ ვაი-პოლიტიკოსები, ვითომ გულმხურვალე "მორწმუნეები" - მამა ილია ჯინჯოლავა


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ