სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არ და­მი­ჯე­რებთ, მაგრამ ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა" - რას ყვება კვარა

    "არ და­მი­ჯე­რებთ, მაგრამ ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა" - რას ყვება კვარა
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    წინა წლის 28 ოქტომბერს პარიზში ოქროს ბურთის დაჯილდოვება გაიმართა, სადაც ცერემონიალზე ხვიჩა კვარაცხელიაც იყო წარმოდგენილი.

    კვარა და მესი ერთმანეთს ამ ცერემონიაზე შეხვდნენ, რაზეც ხვიჩამ საქართველოს ბანკთან ინტერვიუში ისაუბრა.

    "მე­სის­თან შეხ­ვედ­რა იყო ის­ტო­რია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ და­მი­ჯე­როთ. ამის შემ­დეგ ლეო ჩემ­თვის რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. ოქ­როს ბურ­თის და­ჯილ­დო­ე­ბი­სას მესი ჩემ­გან მარ­ჯვნივ იჯდა. ფეხ­ბურ­თე­ლებს გვი­თხრეს, რომ სა­რეკ­ლა­მო პა­უ­ზი­სას არ გვე­მოძ­რა­ვა და ად­გი­ლი არ დაგ­ვე­ტო­ვე­ბი­ნა.

    უცებ, მესი ადგა და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თა. ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და, ვი­ყუ­რე­ბო­დი და ვერ ვხვდე­ბო­დი, რა ხდე­ბო­და. ხელი გა­მო­მი­წო­და, და­ვი­ბე­ნი უცებ და ერ­თმა­ნეთს ხელი ჩა­მო­ვარ­თვით, რის შემ­დე­გაც თა­ვის ად­გილ­ზე დაბ­რუნ­და. ამ­ხე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლი რომ დგე­ბა და გა­მარ­ჯო­ბის სათ­ქმე­ლად შენ­თან მო­დის, არ ვიცი, მა­გა­რი პი­როვ­ნე­ბაა და ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ" - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

    შეგახსენებთ, რომ ამ დაჯილდოებაზე კვარამ მე-17 ადგილი დაიკავა.






    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ