სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • შემზარავი ტრაგედია აღმოსავლეთ უკრაინაში - ოკუპანტებმა სამგზავრო მატარებელი დაბომბეს

    შემზარავი ტრაგედია აღმოსავლეთ უკრაინაში - ოკუპანტებმა სამგზავრო მატარებელი დაბომბეს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში სარკინიგზო სადგური დაბომბა. ბომბი ერთ-ერთ სამგზავრო მატარებელს მოხვდა, შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

    გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის მომზადებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდასხმა დონეცკის დასავლეთით არსებულ ქალაქ ჩაპლინში მოხდა.

    “ოთხ სამგზავრო ვაგონს ცეცხლი უკიდია. არსებული მონაცემებით, მინიმუმ, 15 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა. მაშველები მუშაობენ, თუმცა, სამწუხაროდ, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს“. – თქვა ზელენსკიმ.