სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “თავის დათვლების ნაცვლად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“ – ნოდიკო ტატიშვილი

    “თავის დათვლების ნაცვლად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“ – ნოდიკო ტატიშვილი
    4 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება თავების დათვლას თავი უნდა დაანებოს და ახალი არჩევნები უნდა ჩანიშნოს.

    “იმედიანად ვარ. ამიტომ ვდგავარ 25 დღეა აქ და კიდევ ვიდგები, რამდენიც საჭიროა. ერთადერთი გამოსავალი ამ საშინელებიდან, რაც დღეს ხდება არის ახალი არჩევნები. ასევე უნდა გათავისუფლდნენ უდანაშაულო პატიმრები. სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია.

    არავინ დაღლილა და ამის აღსაქმელად, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ითვლიან, რომ 300 კაცი იდგა… თუ კიდევ თავის დათვლებს დაიწყებენ მინდა ვუთხრა, რომ თავის დათვების მაგივრად მოუსმინეთ ხალხს და დანიშნეთ ახალი არჩევნები“, – აცხადებს ნოდიკო ტატიშვილი



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ