სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: "არავის არ უნდა ომი, მამაჩემი გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა" - რას ყვება ნანუკა ქაჯაია

    ვიდეო: "არავის არ უნდა ომი, მამაჩემი გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა" - რას ყვება ნანუკა ქაჯაია
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტი ნანუკა ქაჯაია გადაცემაში "პირველამდე" მის სამუშაო დღეებზე გვიამბობს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის მისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ძალიან მნიშნელოვანი:

    "ქართული ოცნების" ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ არ გვიყვარს სამშობლო და გვინდა ომი, არავის არ უნდა ომი, ყველაზე კარგად ვიცით, ჩვენ აფხაზეთიდან დევნილებმა, რას ნიშნავს ომი, მე გავიზარდე მამის გარეშე, გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა, შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცი რა გაიღო ჩემმა ოჯახმა, იმისთვის, რომ საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ყოფილიყო, წარმოუდგენელია ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ახლა ვუყურებ, ასმაგად მტკივნეულია" - ამბობს ნანა ქაჯაია.




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ