სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “”მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე”- სად იწყებს მუშაობას ნანუკა ჟორჟოლიანი

    “”მთავარ არხთან“ თანამშრომლობა დავასრულე”- სად იწყებს მუშაობას ნანუკა ჟორჟოლიანი
    3 თვის და 4 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა “სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა - ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმ ტაიმთან“ ნანუკა ჟორჟოლიანმა თავად დაადასტურა.

    მისი განცხადებით, ახალი სეზონიდან გადაცემა სხვა არხზე გავა. ნანუკა, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებს „ფორმულასთან“ და „ტვ პირველთან“ აწარმოებს.

    “ახალ სეზონზე, გადაცემა “მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც “ფორმულასთან“, ასევე, “ტვ პირველთან“.

    - მთავართან დაასრულეთ თანამშრომლობა?

    კი, კი. ახლა მოლაპარაკებებს ვაწარმოებ “ტვ პირველთან“ და “ფორმულასთან“,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    წყარო: primetime.ge



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ