დონეცკის შახტარის 22 წლის მცველი, ირაკლი აზაროვი მამა გახდა.
როგორც კლუბის პრესსამსახური იტყობინება, ფეხბურთელის მეუღლე ნინის ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ნილა დაარქვეს.
“23 დეკემბერს “შახტარის“ ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის ოჯახში ბედნიერი მოვლენა მოხდა - მის მეუღლეს ნინას შეეძინა ქალიშვილი, გოგონას დაარქვეს ნილა, სიმაღლე 48 სმ, წონა - 2900 გ.
ვულოცავთ ნინას და ირაკლის ამ ბედნიერ მომენტს ცხოვრებაში! პატარას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას, მთელ ოჯახს მშვიდობას, სიკეთეს და კეთილდღეობას", - წერს კლუბი.