სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კატასტროფა გველის, თუ..." - ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებო ინფორმაცია

    "კატასტროფა გველის, თუ..." - ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებო ინფორმაცია
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.

    "მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საგანგებო სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული. მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს დაუყოვნებლივ დატოვონ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსდგურის ტერიტორია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგან ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი", - განაცხადა ზელენსკიმ.