სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას“- რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი

    “პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას“- რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი
    2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი შეურაცხყოფს ხალხს, რომელიც 40 ღამის განმავლობაში დგას თბილისის ქუჩებში, აპროტესტებს გაყალბებულ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

    “ასეთი არასწორ დროს შერჩეული ვიზიტი ხელს არ შეუწყობს კრიზისის მოგვარებას, ეს მხოლოდ არჩევნებს შეუძლია!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

    შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, დელეგაციასთან ერთად საქართველოში ვიზიტს გეგმავს.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ