ყოფილმა ფეხბუურთელმა, მეტ ლე ტისიემ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რითაც ძალიან დიდ შარში გაეხვა.
ლე ტისიემ ტვიტერზე დაწერა: "მედიამ მასობრივი განადგურების იარაღზე მოიტყუა. მედიამ კოვიდზე მოიტყუა. მედიამ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპზე მოიტყუა. მაგრამ ბუჩაში მომხდარზე სიმართლეს ამბობს!“ - პოსტი მალევე წაიშალა, მაგრამ მომხმარებლება მისი დაფიქსირება მალევე შეძლეს.
ტვიტერის მომხმარებლები თვლიან, რომ ამ პოსტის გაზიარებით ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდართან დაკავშირებით, მედიამ ყველაფერი გააზვიადა და ის სისხლისღვრა რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს, რეალობას არ შეესაბამება.
"მინდა, ერთი რამ ნათელი გავხადო. ომს მხარს არ ვუჭერ. ასევე არ ვუჭერ მხარს ადამიანებს, რომლებიც სხვებს სიცოცხლეს ართმევენ და ასეთ რაღაცებს აკეთებენ. ისინი სათანადოდ უნდა დაისაჯონ.“ - ამბობს ლე ტისიე.