სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ორი გერმანული კლუბი - რომელს ირჩევს გიორგი მიქაუტაძე?

    ორი გერმანული კლუბი - რომელს ირჩევს გიორგი მიქაუტაძე?
    2 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებას გალათასარაი შეეცდება, თუმცა თავად ფეხბურთელს თურქეთში წასვლის სურვილი არსად გამოუთქვამს.

    უცხოური მედია წერს, რომ ლიონის პოზიცია შემდეგია - გაყიდონ ფეხბურთელი და ფინანსური პრობლემები ოდნავ მაინც დაასტაბილურონ.

    სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი მიქაუტაძის დამატებას ორი სუპერშემტევი გერმანული კლუბი შეეცდება, ესენია: დორტმუნდის ბორუსია და ბაიერ ლევერკუზენი.

    თუ ლიონი უპირატესობას მართლაც ტრანსფერს მიანიჭებს, სავარაუდოდ, გიორგი გადასვლას არა თურქეთში, არამედ ბუნდესლიგაში მოითხოვს.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ