სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი *რაკი უფრო ლამაზია, ვიდრე თქვენი სახეები" - რუსი ტანმოვარჯიშე

    "ჩემი *რაკი უფრო ლამაზია, ვიდრე თქვენი სახეები" - რუსი ტანმოვარჯიშე
    1 წლის და 1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    45 წლის რუსი ტანმოვარჯიშე, ანასტასია ვოლოჩკოვა, რომელიც მართლაც საოცარ ფიზიკურ კონდიციებშია, სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს.

    "ხეზის დედოფალმა" განმარტა, თუ როგორ იგერიებს და პასუხობს მის მიმართ კრიტიკასა და ნეგატივს:

    "ჩემო ძვირფასებო, ბევრი მეკითხება როგორ ვუმკლავდები აუარებელ ნეგატივს, რომელიც ურცხვად იღვრება ჩემი მისამართით ღვარძლიანების მხრიდან.როგორ?მე ვფლობ თავისუფალ არჩევანს არ მივაქციო ყურადღება ამ სიბინძურეს და იაფასიან გამოხტომებს, არ ვიფიქრო და არც ვიცოდე, რა მომწერეს, რა თქვეს, რა მომიგონეს, რაზე გამჭორეს, რაზე მიმანიშნეს, რა წარმოიდგინეს"- ამბობს ანასტასია.

    ვოლოჩკოვა ასევე აცხადებს, რომ რატომღაც არავის საუბრობს მის ქველმოქმედებაზე, სამაგიეროდ აქტიურად განიხილავენ მის "საფირმო ხეზს" და პლაჟის ფოტოებს:

    "თქვენ თვითონ ისეთი ტირაჟირება გაუკეთეთ ჩემს ხეზს, რომ ახლა გინესის რეკორდების წიგნშია შესული"

    ბალერინის თქმით, ინტენრეტმომხმარებლებს მონიშნული აქვთ მისი ჰეშტეგი, რომ ყურადღება მიიქციონ:

    "მე მიგზავნიან ამ "მწერლების" ფოტოს, ცრემლების გარეშე ვერ შეხედავ, მაპატიეთ...ჩემი ტრაკი ამ ჩამორჩენილების სახეზე უფრო ლამაზია, მაგრამ ისინი ბილეთებსაც ყიდულობენ ჩემს პრემიერაზე, რათა საზიზღრობა დაწერონ"- წერს ანასტასია სოციალურ ქსელში.