სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვიდეო: “ესენი [პატიმრები] არიან გმირები, დიდი პატრიოტები… -ჩცდ-ს მარშზე ლეო ანთაძე მივიდა

    ვიდეო: “ესენი [პატიმრები] არიან გმირები, დიდი პატრიოტები… -ჩცდ-ს მარშზე ლეო ანთაძე მივიდა
    1 კვირის და 2 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩცდ-ს მარშზე მისულმა, მსახიობმა ლეო ანთაძემ განაცხადა, რომ ესენი [პატიმრები] არიან გმირები, დიდი პატრიოტები… ყველაფერი კარგად დამთავრდება, არჩევნებიც დაინიშნება და განთავისუფლდებიან.

    მისივე თქმით, დაპატიმრებულების ადგილს სხვები დაიკავებენ.

    “ესენი არიან გმირები, დიდი პატრიოტები თავის ქვეყნის. საოცარი გონიერი ხალხი , როგორ მეტყველებენ, როგორ მსჯელობენ, რა განათლებულები არიან, ყველაფერი კარგად დამთავრდება მათთვის მე დარწმუნებული ვარ.

    არჩევნებიც დაინიშნება, ისინი გათავისუფლდებიან და მათ ადგილს სხვებიც დაიჭერენ. ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია – როგორც შოთამ ბრძანა, ასე მოხდება…

    ბრძანებაა კრემლიდან და ბოლომდე ასრულებენ და ამაში ძალიან ცდებიან, გონებას მოუხმონ“, – ამბობს ლეო ანთაძე.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ