სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თინა კანდელაკმა კაცების ძებნა გაცნობების საიტზე დაიწყო

    თინა კანდელაკმა კაცების ძებნა გაცნობების საიტზე დაიწყო
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თინა კანდელაკმა აღიარა, რომ გაცნობის საიტზეა დარეგისტრირებული და მამაკაცს ეძებს, თუმცა მისი მოთხპვნები ძალიან პრეტენზიულია.

    გარუსებულ ტელეწამყვანს სჯერა, რომ ბედი შესაძლოა ინტენრეტითაც იპოვო, მაგრამ როგორც თინამ აღნიშნა, ჯერჯერობით არცერთ პაემანზე არ წასულა.

    "ადრე მეგონა, რომ გაცნობის საიტი სრულიად არაპერსპექტიული იყო, გგონია უნდა შეხვდე ბრედ პიტს და პაემანზე "კრაკადილი" მოდის.თუმცა დრო იცვლება, ჯარედ ჯეტოც კი ინტერნეტით იცნობს გოგონებს.ძალიან საინტერესოა ურთიერთობა მამაკაცებთან, მხოლოდ ერთმა მითხრა, რომ ნელი ცეკვებისთვის დრო არა აქვს და სასწრაფოდ ჩაი უნდა დალიოს, დანარჩენები მხოლოდ საჩუქრებს მიგზავნიან, ისიც უფასოს, აპლიკაციაში არის ფასიანი საჩუქრებიც. მამაკაცებო ნუ იქნებით ძუნწები, არაფერი ისე არ ხდის მამაკაცს ასექსუალურს, როგორც სულიერი სიუხვის ნაკლებობა"- წერს თინა ინსტაგრამზე.

    ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ცნობილი ტელეწამყვანი საიტს რეკლამირებას უწევს.