თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფეისბუქის” აპლიკაცია წაშალა, რის შემდეგაც მის ცხოვრებაში 99%-ით ნეგატივი შემცირდა.
“2 კვირის წინ ტელეფონიდან Facebook-ის აპლიკაცია წავშალე. ამაზე სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება მე მგონი არასდროს მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში 99%-ით შემცირდა ნეგატივი და ცუდი ინფორმაცია” – წერს თიკა ჯამბურია.
თიკა ჯამბურია ასევე წერს, რომ ბოლო პერიოდში 6 კგ მოიმატა.
“ამასობაში იმდენი მაძახეს ძალიან გახდი, არ გიხდებაო, 6 კგ მოვიმატე… ჰოდა ხვალიდან დიეტაზე ვარ… განახებთ და გასწავლით, როგორ დავიკლებ ამ 6 კგ-ს ოპერაციის გარეშე”– წერს თიკა ჯამბურია.