გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "როგორ გადავრჩი" საუბრობს თუ რა არის ჰომოცისტეინი და რას გამოიწვევს ის, თუ ადამიანს სისხლში ჭარბად ექნება.
“ჰიპერჰომოცისტინემია ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანის სისხლში ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინია. ჰომოცისტეინი სისხლძარღვებს აზიანებს. თუ სისხლძარღვები დაზიანდება, მაშინ ისინი თრომბოზისკენ მარტივად მიდრეკილნი გახდებიან. ანუ დაითრომბებიან. თუ თრომბოზი გულის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდება, ის მიოკარდიუმის ინფარქტს გამოიწვევს.
ასევე, შესაძლოა, თავის ტვინის მკვებავ სისხლძარღვებში განვითარდეს და ინსულტი გამოიწვიოს. შესაძლოა, იგივე მოვლენები სხვა ორგანოებშიც მოჰყვეს. თუმცა, გული და თავის ტვინი განსაკუთრებით ზიანდება. ჭარბი რაოდენობის ჰომოცისტეინი მხოლოდ თრომბოზს არ იწვევს. ის ასევე მოტეხილობების განვითარებასაც ხელს უწყობს. როცა ადამიანს სისხლში ჰომოცისტეინი დიდი რაოდენობით აქვს, ეს მას ძვლების მოტეხილობისკენ მიდრეკილს ხდის. ირღვევა ნეირიფსიქიატრიული ბალანსიც. ადამიანს შესაძლოა, მეხსიერება გაუუარესდეს და ვასკულური დემენციები განუვითარდეს.”- ამბობს გიორგი ღოღობერიძე.