სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "არას­დროს მახ­სოვს, მო­სუ­ლი­ყოს პო­ლი­ცი­ე­ლი და მი­თი­თე­ბა მო­ე­ცეს" - რას ყვება ბაჩო ქაჯაია

    "არას­დროს მახ­სოვს, მო­სუ­ლი­ყოს პო­ლი­ცი­ე­ლი და მი­თი­თე­ბა მო­ე­ცეს" - რას ყვება ბაჩო ქაჯაია
    3 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მსახიობ ბაჩო ქა­ჯა­ი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან. როგორც ამბობენ, მან 9 იანვარს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როდესაც ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

    ბაჩო ქაჩაიამ დღეს სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ:

    "60 დღე გახ­დე­ბა მალე, აქე­დან, ალ­ბათ, ჯამ­ში 12-15 დღე არ ვყო­ფილ­ვარ იქ. ძი­რი­თა­დად, იქ გვი­ან მივ­დი­ვარ ხოლ­მე, რად­გან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით არ ვსარ­გებ­ლობ, დაკ­ვირ­ვე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ ვინც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით სარ­გებ­ლობს, ისი­ნი მალე ტო­ვე­ბენ იქა­უ­რო­ბას და ჩა­ნაც­ვლე­ბის ინ­სტინ­ქტი გა­მო­მი­მუ­შავ­და. იმ დღეს, მე და ანა (ტყე­ბუ­ჩა­ვა) მა­ნამ­დე კა­ფე­ში შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ყავა დავ­ლი­ეთ სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვი­სა­უბ­რეთ და იქი­დან გა­მო­სუ­ლე­ბი უკვე გა­და­კე­ტილ რუს­თა­ველს შე­ვუ­ერ­თდით.

    ჩემი გა­აზ­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით ჩემი იქ დგო­მის მი­ზა­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის დაც­ვაა, ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის, ყვე­ლა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის, რომ­ლე­ბიც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ნა­წა­მე­ბი არი­ან, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში - ნა­ცე­მე­ბი. რად­გან ჩემი ქმე­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია, ეს გა­აზ­რე­ბუ­ლი მაქვს და ყვე­ლა ჩემს ქმე­დე­ბას სა­ჯა­რო სივ­რცე­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. არას­დროს მახ­სოვს, ჩემ­თან მო­სუ­ლი­ყოს პო­ლი­ცი­ე­ლი და მი­თი­თე­ბა მო­ე­ცეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მას არ დავ­მორ­ჩი­ლე­ბო­დი. მგო­ნია, რომ არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლი არ მი­მი­ძღვის ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი ხალ­ხის წი­ნა­შე და არ ვარ ღირ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცია და­მე­კის­როს" - გა­ნა­ცხა­და ბაჩო ქა­ჯა­ი­ამ.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ