მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ამერიკა ნომერ პირველი დემოკრატიული სახელმწიფოა და ამის მიზეზებს ხსნის:
"რა მაგარი ქვეყანაა ამერიკა.
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყველა იქაა, ექსპრეზიდენტი, ყოფილი ვიცე პრეზიდენტი (ვისაც მოუგო არჩევნებში და ერთმანეთი საშინლად არ უყვარდათ) და სხვა წინა პრეზიდენტები.
ფიცის დადების შემდეგ, პირველმა გაპრეზიდენტება ბაიდენმა მიულოცა, ვისთანაც საშინელი ურთიერთობა ქონდა!
აი, ესაა პოლიტიკური კულტურა, ესაა პროფესიონალიზმი, ესაა ღირსეული პოლიტიკოსების საქციელი.
აი, ამიტომაცაა ნომერ პირველი დემოკრატიული სახელმწიფო!
ღმერთი ფარავდეს ამერიკას!.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!.
ისევ გავხდებით სტრატეგიული პარტნიორებიც და საუკეთესო მეგობრებიც" – წერს ნოდიკო ტატიშვილი.