სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ხვიჩა ამ წლებში ოქროს ბურთს აიღებს" - რევაზ ჩელებაძე

    “ხვიჩა ამ წლებში ოქროს ბურთს აიღებს" - რევაზ ჩელებაძე
    3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, რევაზ ჩელებაძე ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში გადასვლას ეხმაურება.

    “ვფიქრობ, რომ კვარა პსჟ-ში ბედნიერი იქნება. ხვიჩა იქ მხოლოდ ფეხბურთზე იქნება ორიენტირებული და სხვაზე არაფერზე იფიქრებს. კვარა ოქროს ბურთის გათამაშებაშიც უფრო მაღალ პოზიციებს დაიკავებს და ამ წლებში მის მოგებასაც შეძლებს.

    ხვიჩა მთელ მსოფლიოს დაანახებს თავის ძალას. გამოჩნდება თუ რამდენად კარგია ის როგორც საფრანგეთში, ისე ჩემპიონთა ლიგაზეც. გარდა ამისა, არც ნაკრები დაივიწყოთ. ის არის ფეხბურთელი, რომელიც ყურადღების ცენტრში მუდმივად იქნება.” - თქვა ჩელებაძემ.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ