სეზონური გრიპი საქართველოში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ხშირი და ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. მისი სიმპტომები მოიცავს სიცხეს, ყელის ტკივილს, ხველას და ზოგად სისუსტეს. გრიპის ვირუსი მარტივად გადამდებია, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა გავუმკლავდეთ მას და როგორ დავიცვათ თავი და სხვები. ეპიდემიის დროს, როგორც ბავშვები, ისე მოხუცები და ქვეკლინიკური ჯგუფები, რისკ ჯგუფში შედიან და განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მათი ჯანმრთელობის დაცვას.
ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი გვირჩევს:
"მიმდინარე პერიოდში, საქართველოში აღინიშნება რესპირატორული ინფექციების შემთხვევების მატება, რაც, რეალურად, წარმოადგენს სეზონურ ზრდას. ამ პერიოდისთვის, ეს მოსალოდნელია. ამ პერიოდისთვის, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია ვაქცინის ჩატარება, განსაკუთრებით - მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებისთვის. ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა და სხვადასხვა ქრონიკული დაავადება. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად, რეკომენდაცია უნდა მივაწოდოთ მოსახლეობას, რომ დავიცვათ თავი ინფექციის გავრცელებისგან" - აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.