სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სააკაშვილი ორი დღის წინ ვაზიარე, ვფიქრობ ეს სავალალოა" - მეუფე ნიკოლოზი

    "სააკაშვილი ორი დღის წინ ვაზიარე, ვფიქრობ ეს სავალალოა" - მეუფე ნიკოლოზი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.

    "მიხეილ სააკაშვილი ორი დღის წინ ვინახულე და ვაზიარე. არ გასულა დიდი ხანი რაც ვნახე და იმის შემდეგ, კიდევ 2 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც ვფიქრობ, სავალალოა.

    13 კილოგრამი აქვს დაკლებული საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში, რაც შემაშფოთებელია ნამდვილად.

    თუ მისი ფიზიკური განკურნება მოხდება ქვეყნის შიგნით, ჩვენი სამედიცინო პერსონალის მიერ ძალიან კარგი, თუ ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მოხდეს მისი გადაყვანა საზღვარგარეთ", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.