სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა... ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს" - რას წერს ელენე ხოშტარია

    "შიმშილობის მე-18 დღე ძალიან საგანგაშოა... ექიმმა გამაფრთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს" - რას წერს ელენე ხოშტარია
    2 კვირის და 1 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკვე მე-18 დღეა, რაც "ბა­თუ­მე­ლე­ბის" და­კა­ვე­ბუ­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მზია ამაღ­ლო­ბე­ლი პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას მი­მარ­თავს და შიმ­ში­ლობს.

    "დრო­ას" ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია ჯან­მრთე­ლო­ბის იმ გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც შიმ­ში­ლო­ბას ახ­ლავს თან.

    "შიმ­ში­ლო­ბის მე18 დღე ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა.

    გა­და­ად­გი­ლე­ბის პრობ­ლე­მა გარ­და­უ­ვა­ლია. ჩემ სა­ნა­ხა­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ ძა­ლას ვიკ­რებ­დი ჯდო­მის­თვის და მერე სა­ა­თე­ბი ტა­ქი­კარ­დი­ას, ამო­ვარ­დნებს ვებ­რძო­დი. ექიმ­მა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ თირკმე­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ჩერ­დეს და ვარ­კვევ­დი დი­ა­ლი­ზით ცხოვ­რე­ბის სცე­ნა­რებს.

    კო­ორ­დი­ნა­ცია ირ­ღვე­ვა პე­რი­ო­დუ­ლი დე­რე­ა­ლი­ზა­ცია, ღე­ბი­ნე­ბა, აღ­ქმის შე­ნე­ლე­ბა - ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია და არა­სა­მე­დი­ცი­ნო შეგ­რძნე­ბე­ბის დო­ნე­ზე ახ­სნი­ლი.

    უბ­რა­ლოდ. მე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი და ექი­მი მყავ­და გარ­შე­მო. ასე­ვე ტვში ვჩან­დი.

    მზია არის შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი, ჩა­კე­ტი­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო შე­ფა­სე­ბის გა­რე­შე. ჩემ­თვის რომ გე­კი­თხათ, მხნედ ვი­ყა­ვი მეც, მარ­თლა ასე ვგრძნობ­დი თავს.

    მო­ეშ­ვით მარ­ჩი­ე­ლო­ბას, სას­წრა­ფოდ გა­მო­უშ­ვით!

    ბო­დიშს ვიხ­დი ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­თვის, მაგ­რამ რად­გან ხი­ლუ­ლი არაა მზი­ას შიმ­ში­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლად ვთვლი თავს, გა­გი­ზი­ა­როთ. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, ძა­ლი­ან სა­ში­ში ზღვა­რია ეს დღე­ე­ბი უკვე", - წერს ელე­ნე ხოშ­ტა­რია.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ